ავტორიზაცია

ინძაგი: "ესპანეთში ინტერს დიდი ხნით დაიმახსოვრებენ"

ინძაგი: "ესპანეთში ინტერს დიდი ხნით დაიმახსოვრებენ"
თარიღი 13 ოქტ 2022, 23:28
„ინტერის“ მთავარი მწვრთნელი სიმონე ინძაგი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს კატალონიაში დიდი ხნით დაიმახსოვრებენ.

„ნერაძურიმ“ „ბარსელონასთან“ ფრე 3:3 ითამაშა.

„გახსნილი ფეხბურთი ვითამაშეთ, გუშინ ვფიქრობდი, რომელი ფორვარდის გაწირვა სჯობდა, მაგრამ საბოლოოდ მივედი დასკვნამდე, რომ ეს გუნდისთვის ცუდის ნიშანი იქნებოდა.

ჯეკომ და ლაუტარომ თავი კარგად წარმოაჩინეს და საერთო ჯამში იმაზე უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე სან-სიროზე. ჩვენ მეტოქე კარგად შევაჩერეთ და გუნდურად უფრო კარგად და აგრესიულად ვმოქმედებდით.

ვიცი, რა გზა გამოვიარე და ვიცი, რა სამუშაოც შევასრულე. ესპანეთში კი ამას აფასებენ და ვფიქრობ, „ინტერს“ დიდი ხნით დაიმახსოვრებენ.

ახლა ბოლო ნაბიჯის გადადგმა გვჭირდება. თუმცა, ჯერ ჩემპიონატის მატჩები გვაქვს წინ.“ - აღნიშნა ინძაგიმ.