ავტორიზაცია

კლოპი ჰოლანდზე: "მან ფიზიკის თვალსაზრისით ახალი სტანდარტები დაადგინა"

კლოპი ჰოლანდზე: "მან ფიზიკის თვალსაზრისით  ახალი სტანდარტები დაადგინა"
თარიღი 14 Oct 2022, 15:53
"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ერლინგ ჰოლანდს მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელად მიიჩნევს.

"მერსესაიდელთა" მთავარმა მწვრთნელმა თავდამსხმელის შესახებ კომენტარი მანჩესტერ "სიტისთან" მატჩის წინ გააკეთა.

"როდესაც მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელის წინააღმდეგ თამაშობ, უნდა ეცადო, რომ ბურთის მიღების საშუალება არ მისცე. ეს ჩვენთვის გამოწვევაა.

მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ, ჰოლანდის რამდენიმე მოთამაშით დაკეტვით, სივრცეს უხსნით სხვა მსოფლიო დონის მოთამაშეებს. ეს პრობლემაა და ვცდილობთ, გამოსავალი ვიპოვოთ.

ჩვენ შევხვდით ერლინგს, როდესაც ის ზალცბურგში თამაშობდა. ახალგაზრდა იყო, ახლაც ახალგაზრდა, მაგრამ მაშინაც შესამჩნევი იყო პოტენციალი.

მაშინაც ვფიქრობდით და როგორ შეგვეჩერებინა ის და მაინც გაიტანა! მან დაადგინა ახალი სტანდარტები ფიზიკის თვალსაზრისით.

მის არსენალში არის ფიზიკის, ტექნიკის და თამაშის გაგების ერთობლიობა. ის მოედანზე ყურადღებით გამოირჩევა, თითქმის არასოდეს არის თამაშგარე მდგომარეობაში, კარგად კითხულობს ამ მომენტებს.

ბევრი ელემენტი მას ასეთ თავდამსხმელად აქცევს. მას გვერდით ჰყავს რამდენიმე საუკეთესო მოთამაშე მსოფლიოში, რომლებსაც შეუძლიათ პასების გაკეთება. დე ბრუინი, გუნდოგანი, ფოდენი, მაჰრეზი. “, - თქვა ლივერპულის მწვრთნელმა .