ავტორიზაცია

მოურინიო: "ბეტისი ფავორიტია? სულ მალე ჩემპიონთა ლიგის ლუზერი-ზვიგენები შემოგვიერთდებიან"

მოურინიო: "ბეტისი ფავორიტია? სულ მალე ჩემპიონთა ლიგის ლუზერი-ზვიგენები შემოგვიერთდებიან"
თარიღი 14 ოქტ 2022, 23:39
ჟოზე მოურინიომ ევროპა ლიგის პოტენციურ ფავორიტებზე ისაუბრა.

„ბეტისთან“ (1:1) მატჩის შემდეგ პორტუგალიელს ჰკითხეს, არის თუ არა ესპანური გუნდი ამ ტურნირის მოგების ერთ-ერთი ფავორიტი.

„ბეტისს პრეტენდენტებს შორის ვხედავ, მაგრამ სულ მალე ჩემპიონთა ლიგიდან ლუზერი-ზვიგენები მოვლენ და ამ ტურნირს სერიოზულ დარტყმას მიაყენებენ.

ისინი არ უნდა მოდიოდნენ, მაგრამ ასეთია რეალობა და სახალისო იქნება. ჩემპიონთა ლიგის ლუზერები.“ - დაასრულა მოურინიომ.

4 ტურის შემდეგ „რომა“ 4 ქულით ჯგუფში მე-3 ადგილს იკავებს, „ბეტისი“ კი 10 ქულით პირველია.