ავტორიზაცია

გიორგი ჩაკვეტაძე კონფერენს ლიგაზე ერთ-ერთი საუკეთესო ასისტენტია

გიორგი ჩაკვეტაძე კონფერენს ლიგაზე ერთ-ერთი საუკეთესო ასისტენტია
თარიღი 15 ოქტ 2022, 12:09
საქართველოს ნაკრების და ბრატისლავის "სლოვანის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტძე მძიმე ტრავმის შემდეგ, სტაბილურად 90 წუთის თამაში ახლახანს დაიწყო და ოფტიმალურ ფორმას იბრუნებს.

23 წლის ფეხბურთელი გამოურჩეულად ასპარეზობს უეფას კონფერენს ლიგაზე, სადაც უკვე სამი საგოლე გადაცემა გააკეთა და ამ მხრივ ერთ-ერთი საუკეთესოა.



ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში "სლოვანის" რიგებში 13 მატჩი ჩაატარა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.