ჟოაო ფელიქსი იანვარში პსჟ-ს შეუერთდება?

მადრიდის "ატლეტიკოს" პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ჟოაო ფელიქსმა შესაძლოა, კარიერა საფრანგეთის ლიგა 1-ში გააგრძელოს, იუწყება AS.
წყაროს ცნობით, 22 წლის ფეხბურთელის მომსახურებით "პარი სენ-ჟერმენია" დაინტერესებული. ფელიქსს სურს მადრიდის "ატლეტიკოს" იანვარში დატოვება და ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობას შეუძლია თავდამსხმელის შეძენა, არგენტინელი თავდამსხმელის ლიონელ მესის შესაძლო წასვლის გათვალისწინებით ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში.

შეგახსენებთ, რომ ფელიქსი მადრიდის "ატლეტიკოში" 2019 წელს გადავიდა. მადრიდულმა გუნდმა პორტუგალიელი "ბენფიკადან" 127,2 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა.
ფორვარდის ესპანურ გუნდთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს. ამ სეზონში ფელიქსმა ლა ლიგაში რვა მატჩი ჩაატარა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.