ავტორიზაცია

დროგბა: "აბრამოვიჩის დროს ჩელსის კლასი გააჩნდა, რაც დღეს ძალიან აკლია"

დროგბა: "აბრამოვიჩის დროს ჩელსის კლასი გააჩნდა, რაც დღეს ძალიან აკლია"
თარიღი 15 ოქტ 2022, 22:46
დიდიე დროგბამ „ჩელსის“ ახალი, ამერიკელი მფლობელები გააკრიტიკა.

„აბრამოვიჩის ეპოქაში გაკრვეული კლასი გაგვაჩნდა, რაც დღეს ძალიან გვაკლია.

ჩემთვის რთული გასაგებია, როგორ მოიშორეს მათ ზოგი ადამიანი, მაგალითად ფიზიოთერაპევტები, რომლებიც კლუბში მრავალი წლის მანძილზე მუშაობდნენ.

ისინი უნდა დაუბრუნდნენ იმ პრინციპებსა და ფასეულობებზე, რომელიც გუნდს აქამდე ჰქონდა.“ - აღნიშნა „ჩელსის“ ექს-ფორვარდმა.

შეგახსენებთ, რომ მაისში რომან აბრამოვიჩმა ბრიტანეთისგან დაკისრებული სანქციების გამო „ჩელსი“ ამერიკელ ტოდ ბოელის მიჰყიდა.