ავტორიზაცია

მორიგი დანაკლისი - ჩელსის ძირითადი მარჯვენა მცველი მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს

მორიგი დანაკლისი - ჩელსის ძირითადი მარჯვენა მცველი მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
თარიღი 16 ოქტ 2022, 00:45
ლონდონის „ჩელსის“ მცველი რის ჯეიმსი მუხლის ტრავმის გამო 8 კვირას გამოტოვებს.

ინგლისელმა ფეხბურთელმა დაზიანება „მილანთან“ გამართულ ჩემპიონთა ლიგის მატჩში მიიღო.

დღეს ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ ფეხბურთელს მუხლზე სერიოზული დაზიანება აქვს და მის გამოჯანმრთელებას 6-დან 8 კვირამდე დასჭირდება.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯეიმსი ინგლისის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ დაეხმარება, რომელიც 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით ყატარში გაიმართება.