ავტორიზაცია

"რონალდუ? ისედაც ასაკოვანი შემადგენლობა გვყავს", - კრიშტიანუს ტრანსფერს კარი კიდევ ერთმა გუნდმა დაუხურა

"რონალდუ? ისედაც ასაკოვანი შემადგენლობა გვყავს", - კრიშტიანუს ტრანსფერს კარი კიდევ ერთმა გუნდმა დაუხურა
თარიღი 16 ოქტ 2022, 16:13
„ნიუკასლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ედი ჰაუმ, კრიშტიანუ რონალდუს შესაძლო ტრანსფერს კარი დაუხურა.

„ჩვენ ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში ვცდილობთ განვითარებას და დიდი ხედვები გვაქვს. ამჟამად, ისედაც საკმარისად ასაკოვანი შემადგნელობა გვყავს და ახალგაზრდებში უნდა ჩავდოთ მეტი ინვესტიცია.

საშუალო ასაკი შესამცირებელი გვაქვს. ეს შესაძლოა, ჩვენი განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილი იყოს.

ასე რომ, რონალდუს ტრანსფერი ამ ეტაპზე არ არის ის, რომლის განხორციელებაც გვსურს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ფეხბურთელის დონეს ვერ ვაფასებთ.“ - აღნიშნა „ნიუკასლის“ მწვრთნელმა.

გავრცელებული ინფორმაციით, რონალდუ „ემიუში" ვითარეით უკმაყოფილოა და გუნდის დატოვებას იანვარში შეეცდება.