ავტორიზაცია

ოპერაცია ჩაიტარა და მუნდიალს დაემშვიდობა - რამდენი გაუცდება ნგოლო კანტეს?

ოპერაცია ჩაიტარა და მუნდიალს დაემშვიდობა - რამდენი გაუცდება ნგოლო კანტეს?
თარიღი 18 ოქტ 2022, 23:07
საფრანგეთის ნაკრების და „ჩელსის“ ნახევარმცველს ნგოლო კანტეს ოპერაცია ჩაუტარდა.

ფეხბურთელს მუხლქვედა მყესზე დასჭირდა ქირურგიული ჩარევა და მის გამოჯანმრთელებას 4 თვემდე დასჭირდება.

შესაბამისად, კანტე გადანტირებულად გამოტოვებს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც ყატარში 20 ნოემბერს დაიწყება.

ამ სეზონში კანტემ პრემიერ ლიგის მხოლოდ 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მოედანზე 14 აგვისტოს შემდეგ არ გასულა.