ავტორიზაცია

ინტერის ყოფილი პრეზიდენტი: "კვარაცხელია? ახლა ინტერში რომ ვყოფილიყავი, დე ლაურენტისს აუცილებლად დავურეკავდი"

ინტერის ყოფილი პრეზიდენტი: "კვარაცხელია? ახლა ინტერში რომ ვყოფილიყავი, დე ლაურენტისს აუცილებლად დავურეკავდი"
თარიღი 19 ოქტ 2022, 13:52
მილანის "ინტერის“ ყოფილმა პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ "ნაპოლის" ქართველი შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"კვარაცხელია? ახლა ინტერში რომ ვყოფილიყავი, დე ლაურენტისს აუცილებლად დავურეკავდი, რომ ეს ბიჭი მეყიდა. მაგრამ დარწმუნებული ვარ უარს მეტყოდა (იცინის). ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია.

კვარაცხელია თუ მაცოლა? სანდროს დასარტყმელად სივრცე არ სჭირდებოდა. განსხვავებული სტილის მოთამაშეებზე ვსაუბრობთ, მაცოლა განუმეორებელია. 

ქართველი სრულიად განსხვავებულია, მაგრამ საოცარი ნებისყოფა აქვს. ნაპოლს ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეუძლია თუ ამ ენთუზიაზმს შეინარჩუნებს. ",- ამბობს მორატი.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 14 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.