ავტორიზაცია

ეროვნული ლიგის ფასები განახლდა - 10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი საქართველოში

ეროვნული ლიგის ფასები განახლდა - 10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი საქართველოში
თარიღი 20 Oct 2022, 19:26
ცნობილმა სტატისტიკურმა კომპანაია Transafermarkt-მა ეროვნული ლიგის ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები განაახლა.

აღსნიშნავია, რომ ჩვენი ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი თბილისის "დინამოს" ცენტრალური მცველი ჯიმი ტაბიძე გახლავთ. მეორე-მესამე ადგილს ანზორ მექვაბიშვილი და გიორგი მოისწრაფიშვილი იკავებენ.

ათეულში თვილისის "დინამოს" სრული დომინაციაა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 8 ფეხბურთელით არის წარმოდგენილი.

ასევე, ათეულში საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ბათუმის "დინამოს" ვერცერთ ფეხბურთელს ვერ ვხედავთ. 

რაც შეეხება ლეგიოერებს, სამივე ლეგიონერი: უსმანე კამარა, ანტონ ჩიჩკანი და სტანისლავ ბილენკი თბილისის "დინამოს" წარმოადგენენ.