ავტორიზაცია

ოფიციალურად: ასტონ ვილამ სტივენ ჯერარდი გაათავისუფლა

ოფიციალურად: ასტონ ვილამ სტივენ ჯერარდი გაათავისუფლა
თარიღი 21 ოქტ 2022, 11:18
სტივენ ჯერარდმა „ასტონ ვილას" მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ოფიციალურად დატოვა.

ბირმინგემულმა კლუბმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ინგლისელ მწვრთნელს გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის და მომავალში წარმატებებს უსურვებს.

2021 წლის ნოემბერში „ვილას" ჯერარდის „რეინჯერსიდან" გამოსყიდვა 4 მილიონი ფუნტი დაუჯდა და პირველ სეზონში გუნდმა მასთან ერთად პრემიერ ლიგაში მე-14 ადგილი დაიკავა.

მიმდინარე სეზონში კი საქმე გაცილებით რთულად აღმოჩნდა, გუნდმა 11 ტურში 9 ქულა მოიპოვა და მე-17 ადგილს იკავებს.