ავტორიზაცია

"ამ კლუბისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა", - ჯერარდის კომენტარი ასტონ ვილადან გაშვების შემდეგ

"ამ კლუბისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა", - ჯერარდის კომენტარი ასტონ ვილადან გაშვების შემდეგ
თარიღი 21 ოქტ 2022, 11:21
სტივენ ჯერარდის კომენტარი „ასტონ ვილადან" გათავისუფლების შემდეგ.

ინგლისელს ბირმინგემულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებდა, თუმცა სეზონის სტარტზე ცუდი შედეგების გამო ის დროზე ადრე გაათავისუფლეს.

„რთულია, მაგრამ მე კაცი ვარ, ამიტომ ჩემთვის გასაგები და მისაღებია. ვნახოთ რა მოხდება, მებრძოლი ვარ და არასდროს არ ვნებდები.

დანებება ჩემს დნმ-ში არ არის. თუმცა, რეალობა ისეთია, რომ ეს ამ კლუბისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. "- აღნიშნა „ლივერპულის" ლეგენდამ.