ავტორიზაცია

"წარმომიდგენია, როგორი იმედგაცრუებული იქნება", - კლოპი ჯერარდის ასტონ ვილადან გაშვებას გამოეხმაურა

"წარმომიდგენია, როგორი იმედგაცრუებული იქნება", - კლოპი ჯერარდის ასტონ ვილადან გაშვებას გამოეხმაურა
თარიღი 21 ოქტ 2022, 23:41
„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი, სტივენ ჯერარდის „ასტონ ვილადან“ გაშვებას გამოეხმაურა.

„სტივენთან საუცხოო ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. მას ველაპარაკე, აზრები გავცვალეთ, მოკლე საუბარი გვქონდა. წარმომიდგენია, როგორი იმედგაცრუებულია, მისი ამბიციებიდან გამომდინარე.

თუმცა, არამგონია, რომ სტივიზე ჩვენ გვქონდეს სანერვიულო. მანაც იცის, რომ ეს ფეხბურთია და მსგავსი რამ აქ ხდება ხოლმე.

ჩვენ მუდმივ დარტყმებს ვიღებთ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, როგორ რეაგირებას მოვახდენთ მათზე.

ბევრ დიდებულ მწვრთნელს დაუტოვებია თავისი კლუბი სხვადასხვა მიზეზებით. ზოგი ამას საკმაოდ ხშირადაც აკეთებს, შემდეგ სხვაგან ჩნდება, შეცდომებზე სწავლობს და თავის სასიკეთოდ ატრიალებს სიტუაციას.

იმედია, ის საკუთარ თავს დაუთმობს დროს. მას შემდეგ, რაც სტივენმა კარიერა დაასრულა, თითქმის მთელი ეს დროა მუშაობს. შეიძლება, ახლა დროა ცოტა დაისვენოს.“ - აღნიშნა გერმანელმა მწვრთნელმა.