ავტორიზაცია

VIDEO: პრემიერ ლიგის ტურის ცენტრალური მატჩი ფრედ დასრულდა

VIDEO: პრემიერ ლიგის ტურის ცენტრალური მატჩი ფრედ დასრულდა
თარიღი 22 ოქტ 2022, 22:42
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-13 ტურის ცენტრალურ მატჩში "ჩელსი" საკუთარ მოედანზე მანჩესტერ "იუნაიტედს" დაუპირისპირდა.

"სტემფორდ ბრიჯზე" გამართული შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა.

შეხვედრაში მთავარი მოვლენები მატჩის მიწურულს განვითარდა, 87-ე წუთზე ლონდონელები ჟორჟინიოს პენალტით დაწინაურდნენ. "წითელს ეშმაკებს" ქულა 90+4 წუთზე კაზემირომ გადაურჩინა.

პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში "ჩელსი" 21 ქულით მე-4 ადგილს იკავებს, მანჩესტერ "იუნაიტედი" 20 ქულით მე-5 ადგილზეა.