ავტორიზაცია

VIDEO: ინტერმა ფიორენტინა სუპერ უხვგოლიანი მატჩში დაამარცხა

VIDEO: ინტერმა ფიორენტინა სუპერ უხვგოლიანი მატჩში დაამარცხა
თარიღი 23 ოქტ 2022, 01:34
იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში "ფიორენტინა" საკუთარ მოედანზე "ინტერს" დაუპირისპირდა.

"სტადიო არტემიო ფრანკიზე" გამართული შეხვედრა, ძალიან სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოვიდა და სტუმართა გამარჯვებით 3:4 დასრულდა.

ანგარიში მე-2 წუთზე ბარელამ გახსნა, რასაც მე-15 წუთზე ლაუტარო მარტინეის პირველი გოლი მოჰყვა. 33-ე წუთზე ფლორენციელთა მხრიდან არტურ კაბრალმა შეაგდო და ჩამორჩენა მინიმუმადე დაიყვანა.

მეორე ტაიმის 60-ე წუთზე იკონემ წონასწორობა აღადგინა. ამას 73-ე ლაუტარო მარტინესის მეორე გოლი მოჰყვა (2:3). შეხვედრის ძირითადი დროის ბოლო წუთზე ლუკა იოვიჩმა კიდევ ერთხელ გაათანაბრა და თითქოს ყველაფერი დასრულდა, თუმცა მმსაჯის მიერ კონფერსირებულ 90+5 წუთზე მხითარიანმა "ინტერს" მოაგებინა (3:4).

გამარჯების შემდეგ "ინტერი" 21 ქულით მე-7 ადგილზეა. ხოლო "ფიორენტინა" 10 ქულით მე-13 ადგილს იკავებს.