ავტორიზაცია

რონალდუს ტრანსფერი ლონდონის ჩელსიში ჯერ კიდევ შესაძლებელია?

რონალდუს ტრანსფერი ლონდონის ჩელსიში ჯერ კიდევ შესაძლებელია?
თარიღი 23 ოქტ 2022, 20:47
ლონდონის „ჩელსი“ კრიშტიანუ რონალდუს მიმართ ინტერესს ინარჩუნებს.

კლუბის თანამფლობელი და შეთავსებით სპორტული დირექტორი ტოდ ბოელი ჯერ კიდევ სერიოზულად ფიქრობს გუნდში 37 წლის ფეხბურთელის დაპატიჟებაზე.

CBS Sports-ის ინფორმაციით, ბოელიმ გუნდის წინა მწვრთნელს თომას ტუხელს რონალდუს ვარიანტზე დაფიქრება ბევრჯერ სთხოვა, თუმცა გერმანელი მის კანდიდატურას მუდმივად უარყოფდა, რაც მათი ურთიერთობის გაფუჭების ერთ-ერთი მიზეზიც გახდა.

ამ ეტაპზე, რონალდუ ბოელის აბსოლუტური პრიორიტეტი ნამდვილად არ არის და ის გუნდის მწვრთნელს გრემ პოტერსაც ჰკითხავს აზრს, თუმცა პორტუგალიელის სიტუაციაზე დაკვირვებას აგრძელებს და თუ შესაძლებლობა გამოჩნდა, კრიშტიანუს გადაბირებასი ანვარშივე ეცდება.