ავტორიზაცია

ჯეიმი ვარდის გამორჩეული ასეული და პრემიერ ლიგის განახლებული რეკორდი

ჯეიმი ვარდის გამორჩეული ასეული და პრემიერ ლიგის განახლებული რეკორდი
თარიღი 23 ოქტ 2022, 21:40
„ლესტერის“ თავდამსხმელმა ჯეიმი ვარდიმ პრემიერ ლიგის რეკორდი განაახლა.

35 წლის ფორვარდმა „ვულვზის“ (4:0) კარში გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა მიითვალა.

ამ გოლით ვარდიმ პრემიერ ლიგაში 30 წლის შემდეგ გატანილი გოლების რაოდენობა 100-მდე გაზარდა და კიდევ უფრო ერთპიროვნულად გალიდერდა.

მისი უახლოესი მდევრები იან რაითი (93), ალან შირერი (84), ფრენკ ლამპარდი (82) და ტედი შერინგემი (77) არიან.