ავტორიზაცია

მოლაპარაკებები დაწყებულია - უნაი ემერი შესაძლოა შუა სეზონში პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოლაპარაკებები დაწყებულია - უნაი ემერი შესაძლოა შუა სეზონში პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
თარიღი 24 ოქტ 2022, 22:43
„არსენალში“ წარუმატებელი პერიოდის შემდეგ, უნაი ემერი შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, სტივენ ჯერარდის გაშვების შემდეგ, „ასტონ ვილას“ ხელმძღვანელობა ესპანელ სპეციალისტს დაუკავშირდა.

ბირმინგემული კლუბი მზადაა ემერის გამოსასყიდი თანხაც გადაიხადოს, რომელიც 6 მილიონ ევროს შეადგენს.

თავის მხრივ, „ვილიარეალში“ იმედოვნებენ, რომ ემერი გუნდში დარჩენას გადაწყვეტს, ზუსტად ისე, როგორც ეს შარშან გააკეთა, როცა მას ახლად გამდიდრებული „ნიუკასლი“ ეპატიჟებოდა.

12 ჩატარებული ტურის შემდეგ „ასტონ ვილა“ პრემიერ ლიგაში 12 ქულით მე-14 პოზიციას იკავებს.