ავტორიზაცია

გოჩოლეიშვილი ვალენსიას უახლოვდება - ტრანსფერი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს განხორციელდება?

გოჩოლეიშვილი ვალენსიას უახლოვდება - ტრანსფერი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს განხორციელდება?
თარიღი 24 ოქტ 2022, 23:25
ვალენსიურმა გამოცემამ plazadeportiva-ს ცნობით, ზამთრის სატრანაფერო ფანჯრის დროს, 21 წლის ფლანგის მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი შესაძლოა, "ვალენსიას" შეუერთდეს.

წყარომ საბურთალოდან, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, ესპანურ გამოცემას უთხრა, რომ "გოჩოლეიშვილი შესაძლოა ვალენსიაში მიმდინარე წლის ბოლოს გადავიდეს".

წყაროს ცნობით, ვალენსიის წარმომადგენელი სერხიო ჩულვი "საბურთალოს" ნიჭიერ ფეხბურთელებს აკვირდება.

გიორგი გოჩოლეიშვილს მიმდინარე სეზონში "საბურთალს" რიგებში 28 თამაში ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.