ავტორიზაცია

ეროვნული ლიგიდან სერია ა-ში? - იუვენტუსი ქართველი ფეხბურთელით დაინტერესდა

ეროვნული ლიგიდან სერია ა-ში? - იუვენტუსი ქართველი ფეხბურთელით დაინტერესდა
თარიღი 25 ოქტ 2022, 12:35
რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ გიორგი გოჩოლეიშვილის შეძენით “ვალენსია” დაინტერესდა.

ცოტა ხნის წინ კი იტალიურმა გამოცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ “საბურთალოს” ლიდერის შეძენა ტურინის “იუვენტუსს” სურს.

გამოცემის ცნობით, ბებერი ქალბატონი მზადაა, გოჩოლეიშვილის სანაცვლოდ ერთი მილიონი ევრო გადაიხადოს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ “ვალენსია” ქართველის სანაცვლკდ 600 ათასი ევროს გადახდას აპირებს.