ავტორიზაცია

VIDEO: ჩელსიმ სტუმრად ზალცბურგს მოუგო და მერვედფინალიც და ჯგუფში პირველი ადგილიც გაიფორმა

VIDEO: ჩელსიმ სტუმრად ზალცბურგს მოუგო და მერვედფინალიც და ჯგუფში პირველი ადგილიც გაიფორმა
თარიღი 25 ოქტ 2022, 22:43
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში „ჩელსიმ“ სტუმრად ავსტრიული „ზალცბურგი“ დაამარცხა.

შეხვედრა „რედ ბულ არენაზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

„ჩელსის“ შემადგენლობაში გოლები მატეო კოვაჩიჩმა (23’) და კაი ჰავერცმა (64’) გაიტანეს, „ზალცბურგმა“ კი მხოლოდ 49-ე წუთზე ადამუს გოლით უპასუხა.

ამ გამარჯვებით „ჩელსიმ“ 10 ქულა დააგროვა და მერვედფინალის საგზურის გარდა, ჯგუფში პირველი ადგილიც ოფიციალურად გაინაღდა.