ავტორიზაცია

VIDEO: ყველაფერი ბოლო ტურში გაირკვევა - მილანმა 4:0 მოიგო და შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი დაიტოვა

თარიღი 26 ოქტ 2022, 00:56
ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში „მილანმა“ სტუმრად დინამო „ზაგრები“ გაანადგურა.

მატჩი სტუმართა გამარჯვებით 4:0 დასრულდა.

გოლები გაბიამ, რაფა ლეაუმ, ოლივიე ჟირუმ და ლუბიჩიჩმა (ავტოგოლი) გაიტანეს.

ამ გამარჯვებით „მილანმა“ 7 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზე გადაინაცვლა და შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი დაიტოვა.

ბოლო ტურში „როსონერი“ „ზალცბურგს“ დაუპირისპირდება საკუთარ კედლებში და მეორეადგილოსნის ვინაობაც მათ უშუალო მატჩში გაირკვევა.