ავტორიზაცია

VIDEO: იუვენტუსი 7-გოლიან მატჩში ბენფიკასთან დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში ჩარჩა

თარიღი 26 ოქტ 2022, 00:59
ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში „იუვენტუსი“ სტუმრად „ბენფიკასთან“ დამარცხდა.

შეხვედრა „ესტადიო და ლუჟზე“ ლისაბონში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 4:3 დასრულდა.

„ბენფიკას“ რიგებში გოლები ანტონიო სილვამ, ჟოაო მარიომ და რაფა სილვამ (2) გაიტანეს, „იუვენტუსიდან“ კი თავი მოიზე კინმა, არკადიუშ მილიკმა და უესტონ მაკკენიმ გამოიჩინეს.

ამ გამარჯვებით „ბენფიკამ“ 11 ქულა დააგროვა და ლიდერ „პსჟ-ს“ ქულებით გაუთანაბრდა, „იუვენტუსი“ კი 3 ქულით მე-3 პოზიციაზეა და ბოლო ტურის წინ, ჯერ არც ევროპა ლიგის საგზური არ აქვს განაღდებული.

ბოლო მატჩში „იუვე“ შინ „პსჟ-ს“ დაუხვდება, „მაკაბი“ კი, რომელსაც ასევე 3 ქულა აქვს, „ბენფიკას“ უმასპინძლებს.