ავტორიზაცია

ტრანსფერი პრაქტიკულად დახურულია - ახალი სეზონიდან კრისტოფერ ნკუნკუ ინგლისის პრემიერ ლიგაში ითამაშებს

ტრანსფერი პრაქტიკულად დახურულია - ახალი სეზონიდან კრისტოფერ ნკუნკუ ინგლისის პრემიერ ლიგაში ითამაშებს
თარიღი 26 ოქტ 2022, 22:12
„ლაიპციგის“ შემტევი კრისტოფერ ნკუნკუ პრემიერ ლიგაში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.

ოქტომბრის დასაწყისში იწერებოდა, რომ „ჩელსიმ“ ფრანგ ფეხბურთელთან წინასწარი კონტრაქტი 2028 წლამდე შეათანხმა.

„ჩელსის ყველაფერი კონტროლის ქვეშ აქვს, ტრანსფერი დახურვასთან ახლოსაა. „ლაიპციგს“ და ლონდონელებს შორის პრინციპული შეთანხმება არსებობს.

იგივე შეთანხმება აქვს კლუბთან ნკუნკუსაც. მან სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კონტრაქტზე ხელის მოწერაღა აქვს დარჩენილი.“ - აღნიშნა ინსაიდერმა.

საუბარია 2023 წლის ზაფხულის ტრანსფერზე. ნკუნკუ ამ სეზონს გარანტირებულად „ლაიპციგში" დაასრულებს, რის შემდეგაც, „ჩელსის" შეუერთდება, რომელიც უდიდესი ალბათობით მის გამოსასყიდ თანხას გადაიხდის - 60 მილიონ ევროს.