ავტორიზაცია

VIDEO: კულეების ოცნება რეალობად ვერ იქცა - ინტერმა პლზენი გაანადგურა და ბარსელონა ევროპა ლიგაზე გაუშვა

თარიღი 26 ოქტ 2022, 22:35
ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში „ინტერმა“ შინ ჩეხური „ვიქტორია პლზენი“ გაანადგურა და მერვედფინალში გავიდა.

შეხვედრა „ჯუზეპე მეაცაზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა.

გოლები მხითარიანმა, ჯეკომ (2) და რომელუ ლუკაკუმ გაიტანეს და „ინტერს“ კომფორტული გამარჯვება გაუნაღდეს.

„ინტერმა“ 10 ქულა დააგროვა და ოფიციალურად გავიდა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, „ბარსელონა“ კი, დარჩენილი მატჩების შედეგებიდან განურჩევლად, ასპარეზობას ევროპა ლიგაზე გააგრძელებს, რადგან მილანურ გუნდთან ურთიერთშეხვედრებში მარცხდება და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგული აქვს.