ავტორიზაცია

VIDEO: ბაიერნი არანაირ ბარსელონას არ ინდობს - მიუნხენელებმა კამპ ნოუზე კვლავ დიდი ანგარიშით იმარჯვეს

თარიღი 27 ოქტ 2022, 00:57
ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში „ბარსელონა“ „ბაიერნთან“ შინ განადგურდა.

„კამპ ნოუზე“ გამართული შეხვედრა ბავარიული გუნდის გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

გოლები სადიო მანემ, ჩუპო მოტინგმა და ბენჟამინ პავარმა გაიტანეს და „ბარსელონას“ ბოლო საშინაო მატჩი ჩაუმწარეს.

კატალონიელებმა ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე შეიტყვეს, რომ „ინტერის“ მოგების გამო, ევროპა ლიგაზე უწევდათ გადასვლა.