ავტორიზაცია

ხავი: "ბაიერნმა გვაჯობა, მაგრამ მიუნხენში ჩვენ ვიყავით უკეთესები და იქ ჩვენ უნდა მოგვეგო"

ხავი: "ბაიერნმა გვაჯობა, მაგრამ მიუნხენში ჩვენ ვიყავით უკეთესები და იქ ჩვენ უნდა მოგვეგო"
თარიღი 27 ოქტ 2022, 14:20
„ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა, „ბაიერნთან" 0:3 წაგებული მატჩი შეაფასა.

„მიუნხენში ჩვენ უფრო ძლიერები ვიყავით, დღეს კი საჭირო დონეზე არც გვიბრძოლია.

დღეს „ბაიერნმა" ბევრად გვაჯობა, მაგრამ მიუნხენში ჩვენ ვიყავით უკეთესები და უნდა მოგვეგო." - აღნიშნა ესპანელმა.

13 სექტემბერს „ბარსელონა" „ბაიერნთან" სტუმრად 0:2 დამარცხდა, მიუხედავად იმისა, რომ გოლის გატანის რამდენიმე რეალური შანსი გაუშვა ხელიდან.

კატალონიელები ზედიზედ მეორედ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფს მიღმა დარჩნენ.