ვის აქვს ყველაზე მეტი დრიბლინგი ჩემპიონთა ლიგაზე? - კვარაცხელია საუკეთესოთა შორისაა

ბრიტანული სტატისტიკური კომპანია ავრცელებს იმ ფეხბურყელთა სიას, ვისაც ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში ყველაზე მეტი დრიბლინგი აქვს გაკეთებული.
პირველ ადგილს მადრიდის “რეალის” შემტევი ვინისიუს ჯუნიორი 21 დრიბლინგით იკავებს.
აღსანიშნავია, რომ საუკეთესოთა შორისაა “ნაპოლის” ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია.
ვინისიუს ჯუნიორი (“რეალი”) - 21 დრიბლინგი
რაფაელ ლეაო (“მილანი”) - 13 დრიბლინგი
კილიან მბაპე (“პსჟ”) - 12 დრიბლინგი
ნეიმარი (“პსჟ”) - 12 დრიბლინგი
ხვიჩა კვარაცხელია (“ნაპოლი”) - 11 დრიბლინგი
ოსმან დემბელე (“ბარსელონა”)
- 11 დრიბლინგი