ავტორიზაცია

ჩელსის უმკაცრესი მოთხოვნა! - არ შეწყვიტოთ კვარაცხელიას ყველა მატჩზე დასწრება და აქტიური დაკვირვება

ჩელსის უმკაცრესი მოთხოვნა! - არ შეწყვიტოთ კვარაცხელიას ყველა მატჩზე დასწრება და აქტიური დაკვირვება
თარიღი 27 ოქტ 2022, 18:06
“ნაპოლის” ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონში საოცარ ფორმაშია და გასაკვირი არაა, რომ მის მიმართ ინტერესი გაიზარდა.

იყი საუბრები, რომ კვარაცხელიას შეძენით “მანჩესტერ სიტი”, “რეალი” და სხვა დიდი გუნდები ინტერესდებოდნენ, თუმცა კლუბის დირექტორმა ინფორმაცია უარჰყო.

ჩვენი ინფორმაციით, ხვიჩას მიმართ დიდ ინტერესს ლონდონის “ჩელსი” გამოხატავს.

როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, არისტოკრატების უმთავრესი მოთხოვნაა, რომ მათი სკაუტები “ნაპოლის” ყველა თამაშს დაესწრონ და აქტიურად დააკვირდნენ კვარაცხელიასა და ოსიმენს, რისთვისაც ისინი სპეციალურას იტალიაში გაემგზავრებიან ხოლმე.

“ჩელსის” სკაუტები ამ ორი ფეხბურთელის თამაშს მომდევნო კვირას, ენფილდზე, “ლივერპულის” წინააღმდეგაც დააკვირდებიან.

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი