ავტორიზაცია

VIDEO: პსვ-მ არსენალს მოუგო და ჯგუფის პირველი ადგილისთვის ბრძოლა გააცოცხლა

VIDEO: პსვ-მ არსენალს მოუგო და ჯგუფის პირველი ადგილისთვის ბრძოლა გააცოცხლა
თარიღი 27 ოქტ 2022, 22:44
ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში „არსენალი“ სტუმრად „პსვ-სთან“ დამარცხდა.

შეხვედრა „ფილიფს სტედიონზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

56-ე წუთზე ვეერმანმა ანგარიში ლუკ დე იონგის პასით 1:0 გახადა, 63-ზე კი დე იონგმა თავადაც გამოიჩინა თავი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„არსენალსაც“ და „პსვ-საც“ შემდეგ ეტაპზე გასვლა უკვე განაღდებული აქვთ, თუმცა ამ შედეგით გაცოცხლდა ბრძოლა პირველი ადგილისთვის - თუ ბოლო ტურში „არსენალი“ შინ „ციურიხს“ ვერ დაამარცხებს, ნიდერლანდელები კი „ბოდო გლიმტს“ მოუგებენ, პირველ ადგილს ჯგუფში სწორედ ისინი დაიკავებენ.