ავტორიზაცია

კაშია პიუნიკთან მოგების შემდეგ: "გუნდს დიდებული მენტალიტეტი აქვს"

კაშია პიუნიკთან მოგების შემდეგ: "გუნდს დიდებული მენტალიტეტი აქვს"
თარიღი 28 ოქტ 2022, 14:06
კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “სლოვან ბრატისლავა” შინ “პიუნიკს” დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.

მასპინძელთა ქართველი ფეხბურთელები გიორგი ჩაკვეტაძე და გურამ კაშია ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, ამ უკანასკნელმა გოლი გაიტანა.

მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შეხვედრა შეაფასა და ჯგუფში არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება.

"''მართლა ძალიან ბედნიერი ვარ, ჩვენ დღეს ძალიან კარგად ვითამაშეთ. ვაჩვენეთ მენტალიტეტი და თამაშში სწრაფად დავბრუნდით. კომპლიმენტები ჩემს თანაგუნდელებს.

თანაბარი დონის ჯგუფია, ვფიქრობ, რომ ნებისმიერ გუნდს შეუძლია ამ ჯგუფში ნებისმიერის დამარცხება. ახლა ჯგუფიდან გასვლასთან ახლოს ვართ, ქულა გვჭირდება.

თავს კარგად ვგრძნობდი, ჩვენ მაგრად ვითამაშეთ. დაუმსახურებელი გოლიც გავუშვით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გუნდს დიდებული მენტალიტეტი აქვს'', - განაცხადა კაშიამ პიუნიკთან მატჩის შემდეგ.