ავტორიზაცია

VIDEO: გუნდის დირიჟორი: გიორგი ჩაკვეტაძის მომენტები გუშინდელი მატჩიდან

თარიღი 28 ოქტ 2022, 19:39
კონფერენს ლიგაზე გამართული მატჩი "სლოვან ბრატისლავასა" და "პიუნიკს" შორის მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა ქართველმა შემტევმა გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელმაც 7.1 შეფასება მიიღო.

ვაისმა ჩაკვეტაძეს ახალი დავალება მისცა - რამდენიმე თამაშია სიღრმიდან ათამაშებს და თითქმის ყველა შეტევა ქართველით იწყება.

ამის გამო, ჩაკვეტაძეს ბევრი საგოლე მომენტი არ ექმნება, თუმცა თანაგუნდელებს უქმნის, პასებს სწორად ანაწილებს და გუნდის დირიჟორია.

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი