ავტორიზაცია

"გადაჭრით ვერ ვიტყვი", - მანუელ ნოიერი მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს?!

"გადაჭრით ვერ ვიტყვი", - მანუელ ნოიერი მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს?!
თარიღი 28 ოქტ 2022, 21:34
„ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა მანუელ ნოიერის მუნდიალზე მონაწილეობის შანსებზე ისაუბრა.

ამჟამად, ნოიერს ტრავმა აქვს, რის გამოც მოედანზე გასვლას ვერ ახერხებს.

„გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომ ის მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს, მაგრამ ვერც იმას დავადასტურებ, რომ ის მასზე აუცილებლად ითამაშებს. სამწუხაროდ, ნათელმხილველი არ ვარ.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვისურვებდით, რომ ის რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს, მაგალითად მომდევნო კვირაში, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ.“ - აღნიშნა ნაგელსმანმა.

პირველ მატჩს გერმანიის ნაკრები მუნდიალზე 23 ნოემბერს იაპონიის წინააღმდეგ გამართავს. მათ გარდა ჯგუფში ესპანეთი და კოსტა-რიკაც არიან.