ავტორიზაცია

VIDEO: გრემ პოტერის პირველი მარცხი ჩელსიში ხმაურიანი გამოდგა - ინგლისელი ყოფილ გუნდთან განადგურდა

თარიღი 29 ოქტ 2022, 21:05
პრემიერ ლიგის მე-14 ტურში ლონდონის „ჩელსი“ სტუმრად „ბრაიტონთან“ 1:4 დამარცხდა.

აღნიშნული მარცხი „ჩელსის“ სათავეში ინგლისელი მწვრთნელისთვის, გრემ პოტერისთვის სადებიუტო გამოდგა და თანაც, მან ის ყოფილ გუნდთან იწვნია, რომელიც ამ სეზონში „ჩელსიში“ დასანიშნად დატოვა.

ამ მარცხის შემდეგ „ჩელსის“ 21 ქულა დარჩა და მე-5 პოზიციაზე იმყოფება, „ბრაიტონი“ კი 18 ქულით მე-8 ადგილზეა.