ავტორიზაცია

VIDEO: ექვსივე გოლი სხვადასხვა ფეხბურთელებმა გაიტანეს - ბაიერნმა შინ მაინცი გაანადგურა

თარიღი 29 ოქტ 2022, 21:16
ბუნდესლიგის მე-12 ტურში „ბაიერნმა“ შინ „მაინცს“ გადაუარა.

შეხვედრა „ალიანც არენაზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 6:2 დასრულდა.

გოლებით თავი სერჟ გნაბრიმ, ჯამალ მუსიალამ, სადიო მანემ, ლეონ გორეცმკამ, მატიას ტელმა და ჩუპო-მოტინგმა გამოიჩინეს.

ამ გამარჯვებით „ბაიერნმა“ 25 ქულა დააგროვა და მინიმუმ ტურის ბოლომდე, ანუ „უნიონის“ მატჩამდე ცხრილს სათავეში ჩაუდგა.