ავტორიზაცია

ლეო მესიმ პირადი რეკორდი გააუმჯობესა და კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა

ლეო მესიმ პირადი რეკორდი გააუმჯობესა და კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა
თარიღი 29 ოქტ 2022, 21:53
„პსჟ-ს“ შემტევმ ალეო მესიმ ტოპ-5 ჩემპიონატებში ყველაზე სწრაფად მოახერხა 10-ასისტიან ნიშნულზე ასვლა.

„ტრუასთან“ ლიგა 1-ს მატჩში არგენტინელმა ნეიმარს გაატანინა და ჩემპიონატში უკვე 10 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

10 ასისტის შესასრულებლად ლეოს 12 მატჩის ჩატარება დასჭირდა, რაც მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია.

აქამდე, მან 10-პასიან ნიშნულზე ყველაზე სწრაფად 14 მატჩში იყო ასული, რაც მის კარიერაში ორჯერ მოხდა (2010/11 და 2018/19-სეზონებში).