ავტორიზაცია

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია - სერხიო რამოსს პსჟ-ს მაისურით არასდროს არ წაუგია! ესპანელი კლუბის ისტორიაში შევიდა

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია - სერხიო რამოსს პსჟ-ს მაისურით არასდროს არ წაუგია! ესპანელი კლუბის ისტორიაში შევიდა
თარიღი 29 ოქტ 2022, 21:57
სერხიო რამოსს „პსჟ-ს“ მაისურით ჯერ არცერთი მარცხი არ განუცდია.

ესპანელი მცველი პარიზულ გუნდში 2021/22-სეზონიდან ასპარეზობს და ამ პერიოდში გუნდის მაისურით 30 მატჩი ჩაატარა, რომელთაგან გუნდს არცერთი არ წაუგია.

ამ შედეგით რამოსმა „პსჟ-ს“ ექს-ნახევარმცველის, რაის რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც პარიზული გუნდის მაისურით სასტარტო 29 მატჩში არ მარცხდებოდა.

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ტრავმების გამო რამოსს გასულ სეზონში პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვანი მატჩი გაუცდა, მათ შორის „რეალის“ წინააღმდეგ გამართული ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალებიც.