ავტორიზაცია

VIDEO: ასე ახლოს მშრალ კართან - გიორგი მამარდაშვილის ვალენსია ბარსელონასთან დასანანად დამარცხდა

VIDEO: ასე ახლოს მშრალ კართან - გიორგი მამარდაშვილის ვალენსია ბარსელონასთან დასანანად დამარცხდა
თარიღი 30 ოქტ 2022, 01:08
ლა ლიგის მე-12 ტურში „ვალენსია“ შინ „ბარსელონასთან“ დამარცხდა.

შეხვედრა „მესტალიაზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 0:1 დასრულდა.

გიორგი მამარდაშვილმა მატჩი დამაჯერებლად ჩაატარა და კარის მშრალად შენახვასთან ახლოსაც იყო, თუმცა 93-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ რაფინიას პასით ახლოდან მოახერხა თავის გამოჩენა და „ბარსელონას“ 3 ქულა მოუტანა.

„ბლაუგრანამ“ 31 ქულა დააგროვა და ცხრილში მადრიდის „რეალს“ დაეწია, რომელიც თავის მატჩს უკვე დღეს, 30 ოქტომბერს, „ჟირონას“ წინააღმდეგ გამართავს.