ავტორიზაცია

"გოლების რაოდენობაზე მეტად", - რა გამოარჩევს მესის სხვებისგან გარი ლინეკერის აზრით?

"გოლების რაოდენობაზე მეტად", - რა გამოარჩევს მესის სხვებისგან გარი ლინეკერის აზრით?
თარიღი 31 ოქტ 2022, 00:04
ინგლისის ნაკრების ექს-ფორვარდმა გარი ლინეკერმა, ლეო მესიზე ისაუბრა.

„ასეთი აღმაშფოთებელი მოედნის ხედვა და პასის კულტურა - სწორედ ეს გამოარჩევს მესის სხვებისგან უფრო მეტად, ვიდრე გატანილი გოლების უდიდესი რაოდენობა.

ო, ალბათ კიდევ დაუჯერებელი დრიბლინგიც.“ - წერს ლინეკერი სოციალურ ქსელში.

ინგლისელის ეს პოსტი მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც მესიმ „ტრუასთან“ გუშინდელ შეხვედრაში ბრწყინვალე გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, მისმა გუნდმა კი 4:3 იმარჯვა.