ავტორიზაცია

იბრა: "ჩემი წასვლის შემდეგ, საფრანგეთში ყველაფერი უარესდება, მათ მბაპე-ნეიმარი-მესის ტრიოც არ შველით, რადგან ღმერთი არ ჰყავთ"

იბრა: "ჩემი წასვლის შემდეგ, საფრანგეთში ყველაფერი უარესდება, მათ მბაპე-ნეიმარი-მესის ტრიოც არ შველით, რადგან ღმერთი არ ჰყავთ"
თარიღი 31 ოქტ 2022, 10:27
„მილანის“ ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, საფრანგეთზე თავისი გავლენა შეაფასა.

„ჩემი საფრანგეთიდან წამოსვლის შემდეგ, იქ ყველაფერი უარესდება და სანახავი და სალაპარაკო აღარაფერია..

საფრანგეთს მე ვჭირდები, მე კი საფრანგეთი - არა. მესი, მბაპე და ნეიმარიც რომ გყავდეთ, ეს არ გიშველით, იმიტომ რომ თქვენ არ გყავთ ღმერთი.“ - აღნიშნა 41 წლის შვედმა Canal+ს პირდაპირ ეთერში.

იბრაჰიმოვიჩი „პსჟ-ში“ 2012-2016 წლებში თამაშობდა და ამჟამად 156 გოლით კლუბის ისტორიაში მეორე საუკეთესო ბომბარდირია ედინსონ კავანის და კილიან მბაპეს შემდეგ.