ავტორიზაცია

"მგონი სულ ორი კარგი მატჩი ჰქონდა, უაზრო ფულის ფლანგვა იყო", - აგბონლახორი ჩელსის ახალწვეულზე

"მგონი სულ ორი კარგი მატჩი ჰქონდა, უაზრო ფულის ფლანგვა იყო", - აგბონლახორი ჩელსის ახალწვეულზე
თარიღი 31 ოქტ 2022, 10:32
„ასტონ ვილას“ ექს-ფორვარდმა, გაბრიელ აგბონლახორმა „ჩელსის“ გასული ზაფხულის შენაძენი, მარკ კუკურელია გააკრიტიკა.

ლონდონელებმა ესპანელი მცველი „ბრაიტონიდან“ 60 მილიონ ფუნტად შეიძინეს.

„როცა „ჩელსიში“ კუკურელიას ვუყურებ... მგონი, სულ ორი მატჩი იყო, რომელშიც ის ნორმალურად გამოიყურებოდა.

„ემიუსთან“ ის თამაშიდან 36-ე წუთზე მოხსნეს, სქემის შეცვლას სწორედ ის შეეწირა. „ბრაიტონთან“ იგივე მოხდა 64-ე წუთზე.

„ჩელსიმ“ მასში 60 მილიონი ფუნტი გადაიხადა, სკამზე კი გუნდს ბელ ჩილველი უზის. რატომ არ იწყებს ის, რატომ არ არის სასტარტოში ობამეიანგი? ამ ფეხბურთელებს კვირაში ორი მატჩის ჩატარება თავისუფლად შეუძლიათ.

ამ გუნდში ზედმეტად დიდი როტაციაა. კუკურელია კი, ჩემი მოსაზრებით, „ჩელსისთვის“ ფულის უაზრო ფლანგვა იყო.“ - აღნიშნა აგბონლახორმა.