ავტორიზაცია

"თუ ყველაფერს ვიტყვი, რასაც მსაჯებზე ვფიქრობ, ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია მექნება "- მაურიციო სარი

"თუ ყველაფერს ვიტყვი, რასაც მსაჯებზე ვფიქრობ, ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია მექნება "- მაურიციო სარი
თარიღი 31 ოქტ 2022, 14:52
მაურიციო სარიმ "სალერნიტანასთან" მარცხის (1:3) შემდეგ მსაჯი გააკრიტიკა.

"თამაშს სრულად ვაკონტროლებდით, სანამ მეტოქემ გაათანაბრა. ჩვენ, ალბათ, გვეგონა, რომ გამარჯვება ჯიბეში გვედო და გაოცებული ვიყავით.

მილინკოვიჩ-სავიჩის მხრიდან უხეშობას ადგილი არ ჰქონია, მითუმეტეს, ყვითელი ბარათი ზედმეტი იყო. მილინკოვიჩ-სავიჩს ბურთი უკვე გაცემული ჰქონდა და შეჯახების აცილება შეუძლებელი იყო.

თუ ყველაფერს ვიტყვი, რასაც მსაჯებზე ვფიქრობ, ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია მექნება“, - განაცხადა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ "ლაციოს" ნახევარმცველი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი ამ გაფრთხილების გამო მომავალ კვირას "რომასთან" დერბიში ვერ ითამაშებს.