ავტორიზაცია

მილინკოვიჩ სავიჩი იუვენუსტში? - ყველაფერი დიდწილად პოგბას ტრავმაზეა დამოკიდებული

მილინკოვიჩ სავიჩი იუვენუსტში? - ყველაფერი დიდწილად პოგბას ტრავმაზეა დამოკიდებული
თარიღი 01 ნოე 2022, 11:48
"იუვენტუსმა" ზამთარში შესაძლოა "ლაციოდან" სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი იყიდოს.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "იუვენტუსი" შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სცადოს 27 წლის ცენტრალური ნახევარმცველის გაფორმება. 

კლუბი მუდმივ კონტაქტშია ნახევარმცველის აგენტებთან, მაგრამ მოლაპარაკებები ნელა მიმდინარეობს. ახლა "იუვენტუსი" ტრანსფერისთვის ნიადაგის მომზადებას ცდილობს.

"ლაციოს" პრეზიდენტს კლაუდიო ლოტიტოს მილინკოვიჩ-სავიჩისთვის უფრო დიდი თანხა სურს, მაგრამ ფეხბურთელი კლუბის შეცვლას ითხოვს, რადგან მას ახალი მიზნებისთვის ბრძოლა სურს. ამ სურვილის გამო, მისი ტრანსფერი უფრო იაფი დაჯდეს.

ნახევარმცველის ტრანსფერი დიდად იქნება დამოკიდებული პოლ პოგბას ჯანმრთელობაზე, რომელიც მოედანზე 2023 წელს დაბრუნდება.

მილინკოვიჩ-სავიჩმა მიმდინარე სეზონში "ლაციოში" ყველა ტურნირზე ჩატარებულ 17 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.