ავტორიზაცია

მანჩესტერ სიტის მცველმა ჟოაო კანსელომ კლუბიდან შესაძლო წასვლის შესახებ ისაუბრა

მანჩესტერ სიტის მცველმა ჟოაო კანსელომ კლუბიდან შესაძლო წასვლის შესახებ ისაუბრა
თარიღი 01 ნოე 2022, 12:50
პორტუგალიის ნაკრების და მანჩესტერ "სიტის" მცველმა ჟოაო კანსელომ განაცხადა, რომ არ აპირებს ინგლისის მოქმედი ჩემპიონების ბანაკის დატოვებას.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2023 წლის ზაფხულში კანსელომ შესაძლოა "სიტი" დატოვოს.

"აქ ადაპტაციისთვის პერიოდი მჭირდებოდა, მაგრამ ახლა გუნდში ბევრად უფრო ინტეგრირებული ვარ და იმედი მაქვს კიდევ მრავალი წელი დავრჩები მანჩესტერ სიტიში, რადგან აქ თავს კარგად ვგრძნობ", - ამბობს კანსელო.

28 წლის კანსელო მანჩესტერ "სიტიში" 2019 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მას 18 მატჩში 2 გოლი და 5 საგოლე გადაცემა აქვს. მხარეებს შორის ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში იწურება.