ავტორიზაცია

სამწუხარო რეალობა: ეროვნული ლიგის გამორჩეული ფეხბურთელი სამუშაოდ ამერიკაში წავიდა

სამწუხარო რეალობა: ეროვნული ლიგის გამორჩეული ფეხბურთელი სამუშაოდ ამერიკაში წავიდა
თარიღი:  01 ნოე 2022, 21:08
რამდნიმე კვირის წინ, ერთი დიდი პრობლემის შესახებ მოგახსენეთ - თუ როგორ მიდიან ქართველი ფეხბურთელები ამერიკაში და სხვადასხვა პროფესიით საქმდებიან.

ჩვენი ინფორმაციით, ეროვნული ლიგის ბოლო წლების ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ლაშა შინდაგორიძეც მათ რიცხვში შევიდა, შეიძლება ითქვას, კარიერის დასრულება გადაწყვიტა და უკვე რამდენიმე თვეა ამერიკაში იმყოფება.

29 წლის შინდაგორიძე ბოლო წლებში მართლაც გამორჩეულია. 2018 წელს კი ფორმის პიკში იყო, როცა "საბურთალოსთან" ერთად ჩემპიონი გახდა და ევროტურნირებზე ბრწყინვალე მატჩები ჩაატარა. იმ წელს ის ეროვნულ ნაკრებში გამოძახების კანდიდატიც კი იყო.

სამწუხაროა, რომ 29 წლის შემტევს საქართველოში ის პირობები ვერ შეუქმნეს, რომ თავისი საყვარელი საქმე გაეგრძელებინა და ფეხბურთი ეთამაშა. არადა, ბევრი ტრავმის მიუხედავად, შინდაგორიძე თავისი კლასითა და მონდომებით ნებისმიერ ქართულ კლუბს დაამშვენებდა.

შინდაგორიძის გარდა, კიდევ ბევრია ისეთი ქართველი ფეხბურთელი, ვინც კარიერა დაასრულა და ამერიკაში სამუშაოდ წავიდა.

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი