ავტორიზაცია

რამოსი: "როგორი ურთიერთობა მაქვს მესისთან? სჯობს შენი თანაგუნდელი იყოს, ვიდრე მეტოქე"

რამოსი: "როგორი ურთიერთობა მაქვს მესისთან? სჯობს შენი თანაგუნდელი იყოს, ვიდრე მეტოქე"
თარიღი 01 ნოე 2022, 23:55
მადრიდის „რეალის“ ექს-კაპიტანმა, „ბარსელონას“ ექს-კაპიტანთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

„ნებისმიერი ფეხბურთელისთვის საინტერესოა მასთან ერთ გასახდელში ყოფნა. ჩვენ ყველას გვსურს „პსჟ-თან“ ერთად მოვიგოთ, ეს გუნდი მაქსიმალურად გვაძლიეროთ და ჩვენი გამოცდილებით დავეხმაროთ.

ლეოსთან საუცხოო ურთიერთობა მაქვს. მოსაგებად საჭიროა კარგი გუნდი, ერთმანეთის პატივისცემა და დადებითი ატმოსფერო. უნდა გამეფდეს მშვიდობა, მტერმა კი დაგვტოვოს. დიდებული ურთიერთობა გვაქვს, რაც წარმატებასთან მისაახლოვებლად საუკეთესო გამოსავალია.

ლეო მუნდიალზე? უმჯობესია, ის შენი თანაგუნდელი იყოს, ვიდრე მეტოქე. ის ამ დრომდე აგრძელებს უმაღლეს დონეზე თამაშს. ვეტერანების უმრავლესობა ხაზს უსვამენ, რომ ფეხბურთელები მათი ასპარეზობით უნდა შევაფასოთ და არა ასაკით. ის დღემდე ერთ-ერთი საუკეთესოა.

მსოფლიო ჩემპიონატი? ვხედავ, რომ ის კონცენტრირებულია. თუ თავს იზოგავ მსოფლიოზე სათამაშოდ, თუ იმალები, ეს გამოსავალი არ არის. მატჩების ჩატარება მომწონს და არ მსურს მათი რაოდენობის შეზღუდვა, იგივე პოზიცია უკავია ლეოსაც.“ - აღნიშნა რამოსმა.