ავტორიზაცია

ბაიერნმა ინტერი არ შეიმჩნია და ჯგუფი 100%-იანი შედეგით დაასრულა

ბაიერნმა ინტერი არ შეიმჩნია და ჯგუფი 100%-იანი შედეგით დაასრულა
თარიღი 02 ნოე 2022, 02:01
ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში „ბაიერნმა“ შინ „ინტერს“ მოუგო და ჯგუფი 100%-იანი შედეგით დაასრულა.

„ალიანც არენაზე“ გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

გოლები პავარმა (32’) და ერიკ ჩუპო-მოტინგმა (72’) გაიტანეს და „ბაიერნს“ გამარჯვება გაუნაღდეს.

ამრიგად, „ბაიერნმა“ ჯგუფში 18 ქულა დააგროვა და მერვედფინალში პირველი ადგილით გავიდა, „ინტერმა“ კი 10 ქულით მეორე ადგილზე გასვლა შეძლო და ასევე მერვედფინალში გავიდა.