ავტორიზაცია

"ჩემი ოცნება ესპანეთის ნაკრებში დაბრუნებაა, მაგრამ ეს ლუის ენრიკეზეა დამოკიდებული "- სერხიო რამოსი

"ჩემი ოცნება ესპანეთის ნაკრებში დაბრუნებაა, მაგრამ ეს ლუის ენრიკეზეა დამოკიდებული "- სერხიო რამოსი
თარიღი 02 ნოე 2022, 12:58
"პსჟ"-ს მცველმა სერხიო რამოსმა აღიარა, რომ ოცნებობს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებში თამაშზე.

"ყველამ იცის, რამდენს ნიშნავს ამ ფერების დაცვა. თავს ისევ კარგად ვგრძნობ და მზად ვიქნები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ჩემზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ ლუის ენრიკეზე, რომელსაც დიდ პატივს ვცემ.

ჩემი ოცნებაა ნაკრებში დაბრუნება და ამ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში. იმედი მაქვს, ყატარში ვიქნები“, - განაცხადა "პსჟ"-ს მცველმა.

36 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში "პსჟ"-ს შემადგენლობაში 17 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.