ავტორიზაცია

იქნება თუ არა ნოიერი მუნდიალზე? - იულიან ნაგელსმანის კომენტარი

იქნება თუ არა ნოიერი მუნდიალზე? - იულიან ნაგელსმანის კომენტარი
თარიღი 02 ნოე 2022, 13:40
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის "ინტერთან" გამარჯვების შემდეგ (2:0), მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა გერმანელი მეკარის მანუელ ნოიერის მდგომარეობაზე ისაუბრა, რომელიც მხრის ტრავმისგან გამოჯანმრთელდა. 

მანამდე სპეციალისტმა განაცხადა, რომ ტრავმამ შესაძლოა ხელი შეუშალოს მეკარეს გერმანიის ნაკრებში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს.

"ყველას შეუძლია მშვიდად დაიძინოს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მანუელის გამოჯანმრთელების პროცესი სერიოზულად წავიდა, მან უკვე ჩაატარა მეკარეების სპეციალური ვარჯიში.

შესაძლოა, მას მოედანზე დაბრუნება ჰერტას წინააღმდეგ მოუწიოს. მაგრამ ჩვენ ყოველდღე უნდა ვაკონტროლოთ მისი მდგომარეობა“, - თქვა ნაგელსმანმა.